- Advertisement -

სერგეენკო: მავნე და საშიში პირობები პოტენციური რისკ-ფაქტორია, რომელიც დასაქმებულს საფრთხეს უქმნის

312

ჯანდაცვის მინისტრის თავის სერგეენკოს შეფასებით, მძიმე, მავნე და საშიში პირობები სწორედ ის პოტენციური რისკ-ფაქტორია, რომელიც დასაქმებულს პოტენციურ საფრთხეს უქმნის. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, დასაქმებულ შრომის ინსპექტორებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან მომზადება აქვთ გავლილი.

"მძიმე, მავნე და საშიში პირობები არის სწორედ ის პოტენციური რისკ-ფაქტორი, რომელიც პოტენციურ საფრთხეს უქმნის დასაქმებულს. რა თქმა უნდა, ამ კომპლექსური მონაცემების მიხედვით გადავწყვეტთ ჩამონათვალს. შრომის ინსპექტორები, რომლებიც ახლა თავიანთ მოვალეობას ასრულებენ, მათ მომზადება აქვთ გავლილი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებთან. ისინი სხვათაშორის ახლა გვესწრებიან და გადიან საკმაოდ დეტალურ ტრენინგს და დეტალურ შეფასებას შეძლებენ თუ არა, ანუ საკმაოდ მარალი თამასაა მათი მომზადების",-განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, დღეს თბილისში სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს პარლამენტის მასპინძლობითა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით კონფერენცია " შრომითი უფლებები საქართველოში-ცვლილებების დღის წესრიგი" გაიმათა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გახსნა.
 

Comments
Loading...