- Advertisement -

სერგეენკო: მივმართავთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, შეისწავლოს ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობები

21

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ოფიციალური განცხადებით მიმართავს.

“სამინისტრო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას  სთხოვს, რომ მოხდეს შესაბამისი ექსპერტების ჯგუფის შექმნა, რომელიც ადგილზე შეისწავლის  ლუგარის ლაბორატორიაში მიმდინარე აქტივობებს. დავით სერგეენკოს განცხადებით, დაინტერესებისა და სურვილის  შემთხვევაში, რუს სპეციალისტებსაც შეუძლიათ ჩაერთონ როგორც ექსპერტთა ჯგუფში, ასევე ნებისმიერ დროს ცალკე, ადგილზე  გაეცნონ ლაბორატორიაში არსებულ ვითარებას.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეს საინფორაციო ნაკადი გაძლიერდა და გახდა ძალიან ინტენსიური,  კიდევ ერთხელ ვამბობ, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა ეს ესკალაცია მატულობს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება,  რომ უახლოეს დღეებში ჩვენ მივმართავთ თხოვნით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას , გამოაგზავნოს ოფიციალური მისია, რომელიც  ადგილზე შეისწავლის ვითრებას და დადებს ოფიციალურ დასკვნას იმის შესახებ, თუ რა აქტივობები მიმდინარეობს ლუგარის ლაბორატორიაში“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.  

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, სამინისტროს მხრიდან  არაერთხელ გაკეთდა ძალიან მკაფიო განცხადება, იმის შესახებ,  რომ 2013 წლიდან საქართველოს მთავრობა მართავს ლუგარის ლაბორატორიას და არა  ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია, რომელიც მიმართულია, ეპიდემიების და ბიოლოგიური საფრთხეების დეტექციისა და პრევენციისკენ. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ არაერთხელ მოხდა  რუსი კოლგების მოწვევა ჩამოსულიყვნენ და დაეთვალიერებინათ ლაბორატორია რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ იქ სახიფათო არაფერი ხდება, მიუხედავად ამისა ამ თემის ესკალაცია გრძელდება”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

Comments
Loading...