- Advertisement -

სერგეენკო: მოვუწოდებ ყველას, ჩემს თანაგუნდელებსაც ნუ სპეკულირებთ შშმ პირების თემებით

585

მოვუწოდებ, ყველას, შეიძლება ეს იყოს ჩემი გუნდის წევრები ნუ სპეკულირებთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თემებით და ნუ გაუჩენთ მათ ცრუ მოლოდინს, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის ადმინისტაციაში განაცხადა.

„მე მინდა უკლებლივ ყველას, მათ შორის ჩემი გუნდის წევრებს, ოპოზიციას, მედიას და საზოგადოებას ვთხოვო, რომ ისეთი ფაქიზი თემები, როგორიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე ბავშვები და ზოგადად მოქალაქეები, არ გასცენ ცრუ დაპირებები, რომლებიც რეალობაში ვერ შესრულდება და კარგ კოორდინაციაში იყვნენ ამ პროექტების განმახორციელებელთან, ანუ ჯანდაცვის სამინისტროსთან.

რაც შეეხებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე პირების სოციალურ პაკეტს, რომელსაც ზოგჯერ შეცდომით პენსიას ეძახიან, 2012 წელს იყო 70 ლარი, 2013 წელს გახდა 100 ლარი, 2015 წელს გახდა 150 ლარი, 2016 წელს 180 ლარი. გასაგებია რომ ეს არი არის დიდი თანხა, მაგრამ დინამიკა ნათელია.
რაც შეეხება კონკრეტულ სახელმწიფო პროგრამას, 2015 წელს თუ იყო 1,75 მილიონი ლარი, 2016 წელს 1,72 მილიონი ლარი გახდა, ხოლო 2017 წელს 1, 94 მილიონი ლარი. ეს ციფრები აჩენებს იმას, რომ არანაირი კლება, პირიქით მატებაა.

მოვუწოდებ ყველას, ამ თემის სპეკულირებას თავი დაანებონ და ის, ვინც არ არის ჩახედული ამ საკითხში, შეიძლება ეს ჩემი გუნდის წევრებიც იყოს, ცრუ დაპირებები და მოლოდინი არ გაუჩინონ ამ ადამინებს.“, – განაცხადა სერგეენკომ.

Comments
Loading...