- Advertisement -

სერგეენკო: სასიხარულოა, რომ ჯანდაცვის სისტემის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ევროპისკენ სვლას

320

ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ხაზგასმულია საქართველოს მიერ ჯანდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები, კერძოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ტუბერკულოზის კონტროლის, C ჰეპატიტის აღმოფხვრის, შიდსის პრევენციისა და კონტროლის მიმართულებებით. 

ძალიან სასიხარულოა, რომ სისტემის განვითარება ხელს უწყობს პირველ რიგში, როგორც მოქალაქეების ჯანმრთელობას, ასევე ქვეყნის ევროპული კურსისკენ სწორ სვლას'', – ასე შეაფასა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ევროკომისიის ანგარიში, სადაც საუბარია ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესზე. 

ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ევროკომისიის ანგარიში 2017 წლის 10 ნოემბერს გამოქვეყნდა. დოკუმენტი მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე და მასში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული რეფორმების პროგრესი.

Comments
Loading...