ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით ჩანაწერის გაკეთების საჭიროებას ვერ ხედავს.
„ჩემთვის ეს თავისთავად ცხადი მოცემულობებია, რომელსაც არანაირი კონსტიტუციური დადასტურება არ სჭირდება. თუმცა, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.