- Advertisement -

სერგეენკო: C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რაოდენობა თუ გაიზრდება, ბიუჯეტიც შესაბამისი იქნება

307

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო პირობას დებს, რომ C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რაოდენობის ზრდის შემთხვევაში, პროგრამით გათვალისწინებული ბიუჯეტიც გაიზრდება. მინისტრი მოსახლეობას მოუწოდებს, C ჰეპატიტზე გამოკვლევა ჩაიტარონ, რომელიც მათთვის უფასოა.

„ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის და რეგიონისთვის, მთელი მსოფლიოსთვის სანიმუშო პროექტია. მრავალი ქვეყანა აპირებს, ისწავლოს,როგორ უნდა მოუაროს ასეთ ვერაგ დაავადებას.მედიკამენტის კომპონენტი არის უფასო.არც მთავრობა და არც პაციენტები ამაში თანხას არ იხდიან, მეორე კომპონენტის, დიაგნოსტიკის თანხებს უზრუნველყოფს სახელმწიფო.როდესაც შარშან წლევანდელ ბიუჯეტს ვგეგმავდით, გათვლები გავაკეთეთ სისტემის მაქსიმალურ გამტარუნარიანობაზე, რომელიც გავთვალეთ თვეში 2500 პაციენტზე და ბიუჯეტიც შესაბამისად ასე დაიგეგმა.

არაერთხელ გამიკეთებია განცხადება, ახლაც მინდა ყველას მოვუწოდო, ჩაიტაროს კლინიკური კვლევა ც ჰეპატიტზე, რომელიც მათთვის უფასოა. თუკი პაციენტების ნაკადი გაიზრდება, პირობას ვიძლევი, რომ ბიუჯეტიცშესაბამისი იქნება ამისთვის“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

Comments
Loading...