- Advertisement -

სერგი კაპანაძე: თუ ეს სისტემა გავიდა, ყველა მომდევნო არჩევნები დესტაბილიზაციის წყარო იქნება

487

"ნებისმიერი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ჩვენც და ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამაც, რომ ეს კონსტიტუცია არ მივაღებინოთ იმ ფორმით, როგორც იყო წარმოდგენილი",-ამის შესახებ მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ საარჩევო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე რუსთავი 2-თან განაცხადა. 

"თუ ის სისტემა გავიდა, რომელიც არის შემოთავაზებული, ყველა მომდევნო არჩევნები დესტაბილიზაციის სერიოზული წყარო იქნება, ამაში ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ გვექნება სიტუაცია როცა მეორე და მესამე ადგილზე გასული პარტიები თუ ისინი მოაგროვებენ მეტ ხმას, ვიდრე პირველ ადგილზე გასული პარტია, აუცილებლად გააპროტესტებენ იმას რომ პირველმა პარტიამ გაუგებარი ბონუსის გამო დააკომლექტა მთავრობა",-განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

Comments
Loading...