- Advertisement -

სერგი კაპანაძე: კალიგულას ცხენი ძალიან მალე გვეყოლება

455

"მათ შეცვალეს პრეზიდენტის არჩევნების სისტემა და იქნება პირდაპირ დანიშნული პრეზიდენტი, კალიგულას ცხენი გვეყოლება ძალიან მალე",-ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადეგენელმა სერი კაპანაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. 

სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს კონსენსუსის გარეშე იღებენ და სწორედ ამიტომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი იმდგაცრუებულია. 

"საარჩევნო სისტემა შემოვა პროპორციული და ძალაში შემოვა 2024 წლიდან . რაც მთავარია არცერთი ცვლილება არ ყოფილა კომპრომისით მიღებული და არცერთი ცვლილება არ ყოფილა კონსენსუსით მიღდაფუძნებული, იქიდან გამომდინარე სრულიად ბუნებრივია ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის ეს პოზიცია , იმიტომ რომ ის ნამდვილად არის იმედგაცრუებული , ისევე როგორც დანარჩენი საზოგადოება. კიდევ ერთხელ გამოჩნდა ‘’ქართული ოცნება’’ არის ერთ მხარეს და ყველა სხვა დანარჩენი მეორე მხარეს",-განაცხადა სერგი კაპანაძე. 

Comments
Loading...