- Advertisement -

სერგი კაპანაძე: მწვავე დებატები, რომელიც პარლამენტში გვაქვს, მოსახლეობამდე ვეღარ მივა

550

"მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძე განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გადაწყვიტა, რომ პარლამენტის სხდომის, ბიუროს, კომიტეტების ლაივს, გარდა იმ მასალისა, რომელიც მეორე არხზე გავა, კომერციულ ტელევიზიებს  აღარ მიაწვდის.

„დღეს დილიდან საკმაოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია გვარცელდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა, რომელიც GDS_დან გადავიდა ამ არხზე, მიიღო ერთპიროვნნული გადაწყვეტილება, რომ ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ის მწვავე დებატები, რომელიც გვაქვს პარლამენტში, ბიუროზე, კომიტეტებზე მოსახლეობამდე ვეღარ მივა და თუ შესრულდა ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ დღეს რა პრობლემებიც არის საზოგადოებაში: დაბალი ეკონომიკური ზრდა, სირარიბე, ინფლაცია, გაზრდილი სახელმწიფო ვალი და დისკუსია რომელილც ჩვენ გვაქვს ხოლმე პარლამენტში აღარ იქნება საზოგადოებასთან მიტანილი. ასევე ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ადამიანები ვერ გაიგებენ თუ რისი წინააღმდეგი ხართ თქვენ. მაგალითად: რამდენიმე დღის წინ, დარგობრივ კომიტეტზე თქვენ წინააღმდეგ მიეცით ხმა იმ წინადადებას რომელიც ეხებოდა გადასახადების გაუმჯობესებას, ბიზნესის ზრდას და მტელი იდეა საპარლამენტო დებატების ის არის, რომ ამის შესახებ გაიგოს მოსახლეობამ.“

Comments
Loading...