- Advertisement -

სერგი კაპანაძე: სამართალდამცველი ორგანოები თავად მონაწილეობდნენ მუხთარლის საქმეში

462

"ევროპული საქართველო დააყენებს მოთხოვნას დღევანდელ სესიაზე, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით და პარლამენტი ჩაერთოს ამ პროცესში,"-განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ. მისი თქმით საგამოძიებო უწყებებს ნდობა არ აქვთ და აღნიშნული საქმის გამოძიებაში პარლამენტი უნდა ჩაერთოს.

"სამართალდამცავ ორგანოებს ნდობა არ გააჩნიათ. ისინი პირდაპირ მონაწილოებდნენ ამ ძალიან სამარცხვინო საქმეში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ტრასფარენტულობა იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ ისე, როგორც ამას ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს საქმე განხილულ იყოს საკმაოდ მწვავედ. იმედია საღი აზრი უმრავლესობის ნაწილს მაინც ეყოფა, რომ მხარი დაუჭირონ.

ბოლო კვირების განმავლობაში უმრავლესობის წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ ისინი კონსტიტუციის ახალ ვერსიაში, რომელიც სამარცხვინოდ მიიღეს წინა კვირაში, ზრდიან უმცირესობის და ოპოზციის უფლებებს და მათ უფლებას აძლევენ საგამოძიებო კომისიების შექმნის. სწორედ ახლა აქვთ მაგალითი, როდესაც ეს შეუძლიათ გააკეთონ მყისიერად, და არა 2 წლის შემდეგ,"-განაცხადა კაპანაძემ.

Comments
Loading...