- Advertisement -

სერგი კაპანაძე: ხელისუფლებას აქვს ცდუნება, გადააბრალოს ოპოზიციას

545

 

"მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ყველაფერს ოპოზიციას აბრალებს. 

"ყველაზე ცუდი, რაც ჩვენ ვნახეთ ამ ბოლო საათებში არის ის, რომ როგორც ადრე სჩვევია ხელისუფლებას, გააკეთეს ნაჩქარევი შეფასებები და პირდაპირ ხელი დაადეს პოლიტიკურ ოპონენტებს. ეს ჩვენ ვნახეთ აქამდეც, როდესაც გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს. მაშინვე მოხდა ხელის გაშვერა კონკრეტული პოლიტიკური ძალის და ადამიანების მიმართ. გამოძიებამ კი აჩვენა, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა. მესმის, რომ ხელისუფლებას აქვს ცდუნება გადააბრალოს ოპოზიციას და პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგრამ მგიონია, რომ ისინი იმით უნდა იყვნენ დაკავებული, რომ რეალურად გამოიძიონ რა მოხდა. ვინც დამნაშავეა დაისაჯოს, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან იმიტომ, რომ გუშინ არ იკვეთებოდა დანაშაული მხოლოდ ერთი მხრიდან. ნაცვლად პოლიტიკური თამაშებისა, ხელისუფლების მხრიდან, მოვუწოდებ, რომ კონკრეტული პრობლემა მოაგვარონ, რომელიც შეიძლება გაცილებით დიდი პრობლემის შემქმნელი იყოს ჩვენი ქვეყნისთვის",- აცხადებს სერგი კაპანაძე. 

Comments
Loading...