- Advertisement -

სერგო რატიანი: “ოცნებამ” ქართული და საერთაშორისო საზოგადოება მოატყუა

452

"ქართულმა ოცნებამ მოატყუა როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოება",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგო რატიანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აცხადებს. 

"ქვეყანა შეიყვანა პოლიტიკურ ჩიხში და მთელი პოლიტიკური სპექტრი, არასამთავრობოები არის ერთ მხარეს ქართული ოცნება კი არის დარჩენილი მარტო. ჩვენ ვითხოვთ იმას, რომ რასთან დაკავშირებითაც იტყუებოდა ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღდგეს მოლაპარაკება და უნდა იყოს საარჩევნო სისტემა ისეთი, რასაც ჰპირდებოდა ქართული ოცნება",- განაცხადა სერგო რატიანმა.

Comments
Loading...