- Advertisement -

სერგო რატიანი: პარლამენტს ტომარა აქვს გადაფარებული

507

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგო რატიანი პარლამენტის სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეს გამოეხმაურა. 

"სანამ ეს საქმე არ არის გამოძიებული, მე უნდა გითხრათ, რომ მთელ ქვეყანას აქვს გადაფარებული ტომარა. მეტიც, ეს ტომარა გადაფარებული აქვს პარლამენტს და უმრავლესობას გაქვთ გადაფარებული ტომარა და საით მიგაქანებენ დღეს არცერთმა არც იცით. 

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმე არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების დანაშაული, რომელსაც არ შეარჩენს არც ქართული და არც საერთაშორისო საზოგადოება,“ -განაცხადა სერგო რატიანმა. 

Comments
Loading...