- Advertisement -

სერგო რატიანი: პრეზიდენტის ოჯახზე ასეთი ზეწოლა სრულიად მიუღებელი და ამაზრზენია

619

"მოძრაობა თავისუფლებისთვის- ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგო რატიანი პრეზიდენტის სიძის მეგობრის დაკავებას ეხმიანება. რატიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ოჯახზე ზეწოლა ხორციელდება. 

"ეს არის უაღრესად სამარცხვინო ფაქტი ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავისთავად ის, რომ ასეთი ზეწოლა არის პრეზიდენტის ოჯახზე არის სრულიად მიუღებელი და ამაზრზენი. გარდა ამისა, ეს არის გზავნილი თუ პრეზიდენტის ოჯახის წევრი არის ამ საზოგადოებაში დაუცველი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვეულებრივი მოქალაქეები რამდენად დაუცველნი არიან ამ ხელისუფლების პირობებში",- განაცხადა სერგო რატიანმა.

პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის მეგობარს მიხეილ თათარიშვილს 18 აბი სუბიტექსის შეძენა-შენახვას ედავებიან. პრეზიდენტის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი კი მის დაკავებას რეპრესიებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას უკავშირებს და აცხადებს, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს. ამ საკითხს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ნარკოტიკების ჩადებაზე საუბარი მოგონილია და "ის ფაქტები რაც სახეზე გვაქვს, რალურია".

Comments
Loading...