- Advertisement -

სერგო რატიანი: სახალხო დამცველის კანდიდატურა ხელისუფლებაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს

348

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის განმარტებით, ოპოზიციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ოთხივე კანდიდატი მისაღებია. თუმცა მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება კანდიდატის ავტორიტეტსა და გამოცდილებაზე.

‘’სახალხო დამცველის კანდიდატურა, ევროპული საქართველოსთვის ორიენტირი იქნება თუ რაზე შეთანხმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენ თავად შევაფასებთ და მნიშვნელობა ექნება იმას თუ როგორი ავტორიტეტი აქვს ამ სფეროში, განვლილი გზა და აუცილებელი პირობაა, რომ ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე,“ – ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი.

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოზიციაზე ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურები დაასახელეს. 

Comments
Loading...