- Advertisement -

სერგო რატიანი: უსაფრთხოების სამსახური ბიძინა ივანიშვილის მართვის მთავარი ინსტრუმენტია

592

"უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მართვის მთავარ ინსტრუმენტს და ის ბუნებრივია, რომ არის საფრთხე საზოგადოებისათვის, პოლიტიკოსებისათვის, ასევე სხვადასხვა ინსტიტუციისათვის",-ამის შესახებ "მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელმა სერგო რატიანმა განაცხადა.

 "როგორც ჩანს, გომელაურისთვის სერიოზულ დისკომფორტს წარმოადგენს კითხვები. ისინი გაურბიან კითხვებს, რომლებიც აქვს საზოგადოებას. დღეს, უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს საფრთხეს ყველა ინსტიტუციისათვის დაწყებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით, სადაც ჩვენ ვნახეთ ოდეერების მიერ ჩატარებული ძალიან მძიმე აქციები და დამთავრებული ბათუმის მოვლენებით,"- განაცხადა სერგო რატიანმა.

დღეს პარლამენტში სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. 

Comments
Loading...