- Advertisement -

სერგო რატიანი: ხელისუფლება რუსულ პროპაგანდისტულ მედიას ახალისებს და აფინანსებს

541

"მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი სერგო რატიანი რუსული ანტისახელმწფოებრივი პროპაგანდის აკრძალვის კანონპროექტს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსული პროპაგანდა ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ დასავლეთს. 

"ეს არის სერიოზული საფრთხე, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ამ მიმართულებით არათუ არაფერს არ აკეთებს, არამედ ახალისებს ამგვარ მედიას და ხშირ შემთხვევეაში, არსებობს კვლევები და დადასტურებული ინფორმაცია, რომ აფინანსებს მსგავსი პროპაგანდით გაჟღენთილ მედიას",-აცხადებს სერგო რატიანი. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტში წარადგინა საკანონდებლო წინადადება, რომლის ძირითადი მიზანია აიკრძალოს წინასაარჩევნო აგიტაცია, მათ შორის რეკლამის გადაცემა, რომელიც შეიცავს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და კონსტიტუციური წყობის, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დარღვევის ან/და ოკუპაციის ლეგიტიმაციის საფრთხეს.

Comments
Loading...