- Advertisement -

სესიაშვილი: ბევრი ვისწავლეთ NATO-სგან, ჩვენც შეგვიძლია გამორჩეული სტუმართმოყვარეობა ვასწავლოთ

448

"მეტი საქართველო NATO-ში და მეტი NATO საქართველოში", ეს ჩვენი მეგობრის, ბატონ ჯეიმს აპატურაის სიტყვები, რომელიც მე ძალიან მომწონს. ეს ის შემთხვევაა, როცა მეტი NATO-ა საქართველოში", – ამის შესახებ, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დაწყებამდე, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"მე მივესალმები NATO-ს სააპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას და ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი მონაწილეობა მიიღო ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ასევე გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. მართალაც რთული 26 წელი გაიარა ჩვენმა ქვეყანამ, თუმცა ჩვენ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ NATO-სთან ურთიერთობაში გვაინტერესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გამოწვევები, არამედ ჩვენ გვაერთიანებს ღირებულებები.

ჩვენ ბევრი რამე ვისწაველთ NATO-სგან და ბევრ საკითხზე ვმუშაობთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა NATO-ს ჩვენც შეგვიძლია რაღაც ვასწავლოთ, ეს შეიძლება იყოს ჩვენი გამორჩეული სტუმართმოყვარეობა.

დიდი სიხარულით მივესალმები NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტს საქარველოში და წარმატებს ვუსურვებ", – განაცხადა ირაკლი სესიაშვილი.

Comments
Loading...