- Advertisement -

სესიაშვილი: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლის დაკავებაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება

22

„ეს არის მშვიდობის და უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული, მე ვიტყოდი, დანაშაული. ამიტომ, ცხადია, ამაზე გვექნება უმკაცრესი რეაგირება, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ დარწმუნებული ვარ, თავად ევროკავშირის მისიას. ამაზე გვექნება ძალიან მკაცრი რეაგირება, რადგან ეს პროვოკაცია რუსეთს ნამდვილად არ უნდა გაუვიდეს, ამაზე უნდა მიიღოს ძალიან მკაცრი რეაქცია და ასეც იქნება“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.
ცნობისთვის: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადების მიხედვით, 24 ოქტომბერს ევროკავშირის მისიის შეუიარაღებელი პატრული ზემოხსენებულ ტერიტორიაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე ცხინვალისგან ცხელი ხაზი გააქტიურდა.
„მისია ამ დროისთვის ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
The post სესიაშვილი: ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლის დაკავებაზე ძალიან მკაცრი რეაგირება გვექნება appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...