- Advertisement -

სესიაშვილი ოპოზიციას: გაიხსენეთ, რამდენ ოჯახს აუბედურებდით, ეს არის თქვენი სახე

9

“თქვენ საკუთარ თავს იტყუებთ, აქ ირონიანარევი ღიმილით რომ გვიყურებთ, თქვენთვის დემოკრატია არის იარაღი, რომ ძალაუფლება დაიბრუნოთ და რევანში მოახდინოთ. ეს ძალიან კარგად იცით თქვენც და საზოგადოებამაც. თქვენი მთავარი ამოცანა არის შეტევა მიიტანოთ ყველა სიკეთეზე, რაც ყველას გვაერთიანებს. თქვენ გახარებთ როცა ქვეყანაში პრობლემებია და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებთ, მათ შორის, თქვენი ვაიპატრიოტიზმით.
მე თქვენთან სასაუბრო არ მაქვს, სასაუბრო მაქვს თქვენს ამომრჩეველთან, მათ შორის იმ ამომრჩეველთან, რომელმაც თქვენ 2003-4 წლებში და შემდგომში ხმა მოგცათ და მერე ეს ადამიანები აწამეთ, ზოგი დახვრიტეთ, ზოგი ციხეში ამოალპეთ. გაიხსენეთ, რამდენ ოჯახს აუბედურებდით, რამდენ ბიზნესმენს ართმევდით ქონებას, რომ თქვენი ფსევდოდემოკრატია გეჩვენებინათ. ეს არის თქვენი სახე და არც არ უნდა მელაპარაკოთ პლურალიზმზე, ადამიანის უფლებებზე და დემოკრატიაზე, არის ფარსი!
დღეს თქვენი ამოცანა არის დარტყმა მიაყენოთ ეროვნულ ღირებულებებს, ტყუილად არ არის, რომ თქვენს ტელევიზიებში მთავარი თემა არის გინება, რომ ენაში გინება არის იარაღი, ებრძვით სარწმუნოებას. ფაქტი არ სჭირდება, საზოგადოებას ბუნებრივი აღქმა აქვს”-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
The post სესიაშვილი ოპოზიციას: გაიხსენეთ, რამდენ ოჯახს აუბედურებდით, ეს არის თქვენი სახე appeared first on IPRESS.GE.

Comments
Loading...