- Advertisement -

სესიაშვილი: “ხიშბა–სიგუას” სიას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს

146

"ხიშბა–სიგუას" სიას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სიის შინაარსი და შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება მისი დამტკიცება არის მეორე ხარისხოვანი.

"ის, რა პოზიციასაც დააფიქსირებს საქართველოს ხელისუფლება იქნება ყოველთვის მხარდაჭერილი საერთაშორისო საზოგადოების მიერ და მას ექნება იურიდიული ძალა.

რაც შეეხება აფხაზეთის გარკვეული წარმომადგენლების კონტრრეაქციას, ეს არის ჰაერში გასროლილი სიტყვები, მას არანაირი ძალა არ აქვს. ეს იყო მხოლოდ მათი რეაქცია. მანამ სანამ აფხაზეთი იქნება ოკუპირებული, აფხაზი ხალხის პოზიციები არის, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, დაკარგული და მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.

შინაარსი ამ სიის და მათი შემდგომი დამოკიდებულება, როგორ მოხდება სიის დამტკიცება მეორე ხარისხოვანია, ეს მხოლოდ არის კონტრრეაქცია, რომელსაც იურიდიული ძალა არ აქვს" – განაცხადა სესიაშვილმა.

Comments
Loading...