- Advertisement -

სეს: არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქციის შეძენისგან თავი შეიკავეთ

581

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს არასათანადო პირობებში განთავსებული პროდუქციის შეძენისგან თავი შეიკავონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის ყიდვა განსაკუთრებით საშიშია.

"სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი.

განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში მაღალი რისკის შემცველი სურსათის – ხორცის და ხორცპროდუქტების, თევზის, რძის და რძის ნაწარმის, კვერცხის, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტების შეძენა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათი საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას!"-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგანტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

Comments
Loading...