GEM FEST-ის ორგანიაზტორი გიორგი სიგუა ტელეკომპანია "იმედთან" საუბრისას აცხადებს, რომ ფესტივალის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები არ ნიშნავს იმას, რომ ფესტივალი აღარ გაგრძელდება. მისი თქმით," ამ ფესტივალის ისტორია, ამ რეზონანსიდან გამომდინარე, შეიძენს კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს".
"როდესაც ეს ვნებები ჩაივლის, ყველა თავის ხელფასს აიღებს, ყველა თავის დავალიანებას გაისტუმრებს, კეისარი კეისრისას მიიღებს და ღმერთი ღმერთისას, ეს ვნებები ისევე ჩავლის და გაკეთდება ანალიზი და გაკეთდება ძალიან ტექნიკური ანალიზი თუ რა ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ამას, რა მოაქვს რეგიონისთვის, რა ცნობადობა მოაქვს ქვეყნისთვის საერთაშორისო არენაზე მსგავს პროექტრს, რა მოაქვს ახალგაზრდების ცხოვრებაში და ასე შემდეგ", – განაცხადა გიორგი სიგუამ.