სირიაში პანკისის ხეობიდან წასული ცოლ-ქმარის და მათი მცირეწლოვანი შვილი დაიღუპა

39

სირიაში, დაბომვის შედეგად ცოლ-ქმრისა და მცირეწლოვანი ბავშვის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით 8 თვის წინ გავრცელდა, თუმცა “აიპრესთან” ინფორმაცია სუს-მა ოფიციალურად დღეს დაადასტურა.

ცნობისთვის, 34 წლის აღაზა ბორჩაშვილის,მისი მეუღლის, 35 წლის კახა ტოხოსაშვილის და მათი მცირეწლოვანი ვაჟის დაღუპვის გამო პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოსა და ბირკიანში ბორჩაშვილებისა და ტოხოსაშვილების ოჯახები სამძიმარს დღეს დილიდან იღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტოხოსაშვილი სირიაში ოჯახით 4 წლის წინ წავიდა. მოგვიანწბით კი მეუღლე და შვილიც წაიყვანა. გარდაცვლილი აღაზა ბორჩაშვილი სირიაში წასვლამდე დუისის საჯარო სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.

კახა ტოხოსაშვილი ე.წ ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა.

Comments
Loading...