- Advertisement -

სკოლაში დასაქმებული პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასები მოიმატებს

398

განათლების და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლების ანაზრაურების გაზრდა მოკლე ვადებსი მოხდეს. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

ამასთან, ჩხენკელის თქმით, სკოლაში მომუშავე ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდაც იგეგმება.

"ყველას აქვს შანსი, რომ გახდეს წამყვანი და შემდგომ მენტორი მასწავლებელი. ასე რომ, ხელფასების მატება პირდაპირ შეეხო ამჟამად წამყვან და მენტორებს, გვინდა რომ წავახალისოთ მასწავლებელი, რომ გადავიდეს შემდგომ საფეხურზე, რომ მან აიმაღლოს კვალიფიკაცია. შესაბამისად, ეს მათთვისაც არის სტიმული, რომ მიაღწიონ იმ საფეხურს. თუმცა, ზოგადად, მასწავლებლების ანაზღაურების თემა საკმაოდ სერიოზული თემაა და ჩემი პირადია აზრია, რომ უკლებლივ ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდდ იყოს უფრო მაღალი და ამ მიმართულებით ჩვენ მაქსიმალურად ვმუშაობთ, რომ მივაღწიოთ ამ მიზანს, საკმაოდ მოკლე ვადებში ყველა მასწავლებლის ხელფასი უნდა გაიზარდოს. ტექნიკური პერსონალისაც, რთულია როგორც პედაგოგის, ისე ტექნიკური პერსონალის მოღვწეობაც სკოლაში, შესაბამისად, სკოლაში დასაქმებული ყველა ადამიანის, პედაგოგის, ადმინისტრაციის და ტექნიკური პერსონალის ხელფასებმა უნდა მოიმატოს",-განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

Comments
Loading...