- Advertisement -

სლოვაკეთის პრემიერი: დროა, სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდეთ

492

ბტარისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში გააქტიურებულ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრებმა პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობასა და სრული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში მიიწვია. რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთი-საქართველოს დინამიკური პოლიტიკური ურთიერთობის კვალდაკვალ, დროა ახალ ეტაპზე გადავიდეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობა.
ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე. ხაზი გაესვა საქართველოსთვის სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, რომლის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ამ დღეებში ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მსჯელობენ.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.

Comments
Loading...