- Advertisement -

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მოქალაქეების ნაწილი უვიზო რეჟიმს ბოროტად იყენებს

377

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიროსლავ ლაიჩაკის განცხადებით, გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი იზრდება, ეს კი იმას ნიშანს, რომ საქართველო მოქალაქეების ნაწილი უვიზო რეჟმს ბოროტად იყენებს, – ამის შესახებ ლაიჩაკმა ქართველ ჟურნალისტებთან გერმანიაში, მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის მიმდინარეობისას განაცხადა. 

"ეს პრობლემაა, რადგან არსებობს შეგრძნება, რომ ადამიანები უვიზო რეჟიმს ბოროტად იყენებენ. ამ საკითხს ყურადღება უნდა მიექცეს, მანამ, ვიდრე დადგება შედეგები, რომელიც მთელ მოსახლეობას დააზარალებს. ციფრები მეტყველებს,რომ პრობლემა რეალურად არსებობს", – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

Comments
Loading...