- Advertisement -

“სმარტმა” მომხმარებელთა თერმოსკრინინგი დაიწყო

14

განახლებული ფორმატის „სმარტმა“ თანამშრომლებისა და მომხმარებლების ჯანმრთელობის უსაფრთხოების წესები კიდევ უფრო გაამკაცრა და ყველა სუპერმარკეტში მომხმარებელთა თერმოსკრინინგი დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ „სმარტმა“ COVID-19-ით ინფიცირების პრევენციისთვის სუპერმარკეტების ქსელში გაითვალისწინა ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც ჯანდაცვის საერთაშორისო თუ ლოკალურმა ორგანიზაციებმა განსაზღვრა. „სმარტის“ შესასვლელებში მომხმარებლებისთვის შექმნილია სანიტარიული ზონა, სადაც მათ შეუძლიათ, დაიმუშაონ ხელები სადეზინფექციო ხსნარით და მიიღონ ხელთათმანები, სუპერმარკეტში იცავენ სოციალურ დისტანციას, ობიექტებზე სადეზინფექციო სამუშაოები რეგულარულად ტარდება, თანამშრომლები აღჭურვილნი არიან სპეციალური ეკიპირებით, მოლარეთა დახლებზე დამონტაჟებულია დამცავი ფარები, მიმდინარეობს თანამშრომელთა თერმოსკრინინგი და ადმინისტრაციის თანამშრომლები მუშაობენ დისტანციურად.

„სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის საკუთარი იმპორტის თუ ადგილობრივი პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „ვისოლ ჯგუფმა“ „სმარტის“ ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტი“ ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, ავტო და გაზგასამართ სადგურებსა და ავტობანებზე განაგრძობს.

Comments
Loading...