- Advertisement -

სოზარ სუბარი:დღეს ქუთაისში 429 დევნილი ოჯახის მრავალწლიანი ტანჯვა დასრულდა

386

დღეს ქუთაისში, დევნილებს საცხოვრებელი სახლების გასაღები თავად დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა გადასცა. შეხვედრა ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა, სადაც მრავალსულიან ოჯახებს 3+1 ოთახიანი ბინები და ასევე 4 ოთახიანი ბინები, ოფიციალურად გადაეცათ.

სოზარ სუბარის განცხადებით 4000 მსურველიდან 429 ოჯახი დაკმაყოფილდა, ისინი ვინც ყველაზე რთულ და მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობდნენ.უკვე დაიწყო 480 ბინიანი კორპუსის მშენებლობა რომლის გადაცემაც დევნილებისთვის მომავალ წელს იგეგმება.

,,429 ოჯახი მიიღებს ბინას ახლად აშენებულ და კარგად გარემონტებულ სახლებში და გარდა იმისა რომ 429 ოჯახმა იზეიმა ქუთაისში, უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა. უკვე რასაც საძირკველი აქვს, ჩაყრილი ეს არის 480 ბინა იგეგმება 2000-მდე ბინის მშენებლობა, რაც დაპროექტებულია. წელს კიდევ და მომავალ წელს 500-ზე მეტი ოჯახი მიიღებს ბინას. ვულოცავ 429 ოჯახს რომ მათი მრავალწლიანი ტანჯვა დასრულდა თუმცა, მთავარი არის მათი დაბრუნება საკუთარ სახლებში,"-განაცხადა სოზარ სუბარმა.

Comments
Loading...