- Advertisement -

სოზარ სუბარი: ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ

182

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ადასტურებს, რომ ის მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერი 2-3 კვირაში წარადგენს, აღარ იქნება.

"ჩემს გეგმებთან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ ეს არის, რომ – არა! ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთან სოზარ სუბარი უარყოფს, რომ ის „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.

Comments
Loading...