- Advertisement -

სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი პრემიერმინისტრის მრჩევლებად დაინიშნენ

129

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ორი ახალი მრჩეველი ჰყავს.

რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად სოზარ სუბარი დაინიშნა. განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი კი მიხეილ ჩხენკელი იქნება.

შესაბამისი ბრძანებები მთავრობის მეთაურმა დღეს გამოსცა", – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...