- Advertisement -

სოზარ სუბარი: დღეს კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს დავუკანონეთ სახლები

599

დევნილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს დაუკანონდა სახლი.

„ეს არის პროგრამა, რომელიც დავიწყეთ გასული წლის შემოდგომაზე და გრძელდება ძალიან წარმატებით. ამ წუთისთვის დასაკანონებელი დარჩა დაახლოებით 500. რთული ობიექტები დარჩა, რადგან წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემაა. მაგრამ მთლიანობაში პროცესი მიდის წარმატებით.

ეკომიგრანტების თემა არის ის თემა, რომელიც ბოლო 4 წლის განმავლობაში ვითარდება ძალიან პოზიტიურად და ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო უკვე სახლი. არის ისეთი სოფელიც, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული იყო მძიმე სტიქიური უბედურების ზონაში მოყოლილი და ეს პრობლემა არის მოხსნილი“,-განაცხადა სოზარ სობარმა.

Comments
Loading...