- Advertisement -

სოზარ სუბარი: რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთო, “ნაციონალური მოძრაობა” გავა დარბაზიდან

515

"ნაციონალურ მოძრაობასთან" კონსენსუსი შეუძლებელია. რომ ვთქვათ, ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთო, "ნაციონალური მოძრაობა" გავა დარბაზიდან, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

“ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსი, თუმცა როცა გყავს "ნაციონალური მოძრაობა" დარბაზში კონსენსუსის მიღწევა რაიმე საკითხზე, ჩემი აზრით, შეუძლებელია. რომ ვთქვათ, რომ ხვალ აფხაზეთს ვიბრუნებთ, "ნაციონალური მოძრაობა" გავა დარბაზიდან – თქვენ არ უნდა დაიბრუნოთ და რაღაც სხვას იტყვიან. ამ შემთხვევაში კონსენსუსი მიღწევა არის შეუძლებელი.

ინაშვილის პარტიისაც რომ გითხრათ, რომ ძალიან ღრმად მესმის, მოვიტყუები“, – განაცხადა სუბარმა.

Comments
Loading...