- Advertisement -

სოზარ სუბარი: სტრასბურგი ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გააუქმებს

575

 

"საქართველოში არის სამი ინსტანცია. მესამე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის საბოლოო. მის ზემდგომი ინსტანცია არ არსებობს",- ამის შესახებ ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სტრასბურგის სასმართლოს არ შეუძლია.

"ეს გადაწყვეტილება არის შეჩერებული დღეს სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვაღიარებთ სტრასბურგის იურისდიქციას. სტრასბურგის სასამართლო ვერ გააუქმებს  ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მას აქვს უფლება მოგვთხოვოს თავიდან მოხდეს სასამართლო განხილვა, თუ მიიჩნევს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არის დარღვევა", – განმარტა სუბარმა.

Comments
Loading...