- Advertisement -

სოზარ სუბარი: ხმა მივეცი სიცოცხლით სავსე თბილისს

340

საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა. მინისტრი საბურთალოს მე-5 ოლქის 12-ე საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად მივიდა. სოზარ სუბარმა არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

''ხმა მივეცით ძლიერ თვითმმართველობასა და ისეთ საქართველოს, როგორზეც ჩვენი წინაპრები ოცნებობდნენ. ხმა მივეცით სიცოცხლით სავსე თბილისსა და სიცოცხლით სავსე ქვეყანას. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს თავისი არჩევანის თავისუფლად გამოხატვის საშუალება. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი არჩევნები იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვისკენ'', – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Comments
Loading...