- Advertisement -

სოზარ სუბარმა და იტალიის ელჩმა დევნილ ოჯახებს ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს

300

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და იტალიის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი თბილისში, დადიანის ქუჩაზე მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ესტუმრნენ და ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს.

იტალიის საელჩო, ტრადიციულად, ყოველი წლის დასაწყისში დევნილ ოჯახებს დღესასწაულებს ულოცავს და სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.

თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ახალაშენებულ კორპუსებში 300-ზე მეტი დევნილი ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ბინები 2016 წელს გადაეცათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ავრცელებს.

Comments
Loading...