- Advertisement -

სოფელ ბერშუეთში რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის მანიშნებელი ბანერი დაამონტაჟეს

548

სოფელ ბერშუეთში რუსმა სამხედროებმა ე.წ. საზღვრის მანიშნებელი ბანერი დაამონტაჟეს,-ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" სუს-ში დაუდასტურეს

"გორის რაიონის სოფ. ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის შედეგად, რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა.

აღნიშნული წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელებას, რომელიც არა მარტო ზღუდავს ადგილობრივი მაცხოვრებლების ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ პირდაპირპროპორციულად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე. აღნიშნული საკითხი განსახილველად აუცილებლად დადგება 11 ივლისს ჩანიშნულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ ერგნეთში", – განუცხადეს "აიპრესს" სუს-ში.

Comments
Loading...