- Advertisement -

სოფელ დაბასთან გზა გაჭრეს და ხანძრის ადგილას სახანძრო-სამაშველო ტექნიკა შეიყვანეს

330

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრის ბოლომდე ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. თუმცა, იქვე მდებარე სოფელ ყვიბისიდან გზის გაიჭრა და სახანძრო ტექნიკისი შეყვანა მოხერხდა.

"ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამის ტექნიკასთან ერთად. ასევე სოფელ ყვიბისიდან ღამით გზა გაიჭრაგა, რითიც შესაძლებელი გახდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ხანძრის კერასთან მოხერხდა, თუმცა ხანძარი ლოკალიზიებული არ არის და ამ დროისათვის უკვე შეყვანილია სახანძრო მანქანებიც. ვერტმფრენმაც განაახლა მუშაობა გამთენიისას. ღამე ძლიერი ქარი იყო, რამაც არ მოგვცა ხანძრის ლოკალიზების საშუალება", – აცხადებენ სააგენტოში.

Comments
Loading...