- Advertisement -

სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება

391

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

"სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს ცეცხლი უკიდია. ხანძარი დაახლოებით 500კვ.მ ფართობზეა გავრცელებული. ხანძრის ლოკალიზება გართულებულია ქარის გამო. ადგილზე მობილიზებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი სახანძრო, პოლიცია, სამაშველო სამსახური და ელოდებიან ვერტმფრენს. ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება

ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა", – ნათქვამი გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, როგორც ''აიპრესს'' შსს-ში განუცხადეს,სოფელ დაბაში, ტყის მასივში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Comments
Loading...