- Advertisement -

სოფელ დაბაში ხანძარი ლოკალიზებულია

373

ამის შესახებ "აიპრესს" შსს- ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის, სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე გუშინ დღისით გაჩენილი ხანძრი ლოკალიზებულია.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაოები. დილის 6 საათიდან ადგილზე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველები, ადგილობრივი მოსახლეობა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი იმყოფებიან.

ცეცხლი დაახლოებით 5 ჰა-მდე ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი ხე-ტყე და ბუჩქნარი. ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

Comments
Loading...