გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, შუა ხნის კაცი გარდაცვლილი იპოვეს, – ამის შესახებ "აიპრესის" კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება.
თვითმხილველები ყვებიან, რომ ცხედარი თონეში ნახეს, სადაც ის მუშაოდა და პურს აცხობდა. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგ გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი გახდება ცნობილი.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, – იუწყება ადგილიდან "აიპრესის" კორესპონდენტი