წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ პალურში რუსმა ოკუპანტებმა კონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე ლუკა ს. გაიტაცეს.
"აიპრესის" ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე სიმინდის ყანაში იმყოფებოდა, რა დროსაც მას რუსი ჯარისკაცები თავს დაესხენ.
საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი "აიპრესს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ე.წ. გამყოფი ხაზის უკანონო კვეთის ბრალდებით არის დაკავებული.