- Advertisement -

სოფელ რუხში ძლიერმა წვიმამ თხილნარი და ყანები გაანადგურა

561

სოფელ რუხში ქვემო საჭკადუოში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა და მოსახლეობა დააზარალა, როგორც აიპრესთან სოფელ რუხის რწმუნებული, ინგა კვარაცხელია აცხადებს, დატბორილია თხილნარი და ყანები.

"რუხის ქვედა საჭკადუოს მხარეში შარშან პირველ ეტაპზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განვახორციელეთ, მაგრამ იმდენად დიდი ნალექი იყო, რომ მისი დაკავება ვერ მოხერხდა.

უკვე წლებია ეს პროცესი გრძელდება, ნაპირსამაგრი სამუშაოების შემდეგ შევამცირეთ, მაგრამ წელს ისევ იგივე შედეგი ვერ ვიტყვი, რომ დადგა, მაგრამ მოსახლეობა საკმაოდ დაზარალდა.

იმხელა ნალექი იყო თხილი საერთოდ დატბორა. თხილი ცოტა დაბლობზეა და ენგურს მეტრა ნახევარი აშორებდა საცხოვრებელი სახლიდან.

თხილის მოსავლის პრობლემა შეიქმნა, სხვა დასახლებებში ყანები დატბორა, დიდი ნალექის შედეგად დაცვივდა თხილი, შეწამვლის პროცესი აქამდე უნდა დაგვეწყო, ამ თარიღმა გადაიწია.

სადღაც 200 ჰექტრამდე არის თხილნარი დაზიანებული. საყანე ტერიტორია ალბათ 70 ჰექტრამდეა დატბორილი – განაცხადა სოფელ რუხის რწმუნებულმა ლიკა კვარაცხელიამ.

Comments
Loading...