- Advertisement -

სოფელ ქვემო ალვანში ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

442

აგვისტოს ომიდან 9 წლისთავზე სოფელ ქვემო ალვანში საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერში მისი თანასოფლელები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და მისი მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

"დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ გმირს. გიორგი ანწუხელიძისნაირი გმირები ყოველთვის უნდა ახსოვდეს მომავალ თაობებს. ჩვენმა გმირებმა 8 აგვისტოს თითოეული ჩვენგანისა და სამშობლოს დასაცავად გასწირეს თავი და მათი ღვაწლის დავიწყება შეუძლებწლია.,, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას კახეთის გუბეენატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

Comments
Loading...