ქურდობა მოხდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში.
სოფლის ერთ-ერთ უბანში ხუთი ცხენი მოიპარეს. მეპატრონეებს არ აქვთ ინფორმაცია, რა მოხდა შემთხვევის ღამეს.
ყვებიან, რომ გვიან ღამით ცხენები ეზოში ყავდათ დაბმული, დილით კი არცერთი არ დახვდათ.
მოპარულ ცხენებს შორის ერთ-ერთი წლების განმავლობაში ფაეტონით ქვეყნის მასშტაბით გამართულ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.