- Advertisement -

სოფიო ქაცარავა: რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას განაგრძობს

471

მინსკში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა პლენარულ სხდომაზე გამოვიდა და ასამბლეის დელეგატებს სიტყვით მიმართა.

სოფიო ქაცარავამ უსაფრთხოების, ტერორიზმის და სხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილ ვითარებაზე გაამახვილა. საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების უკანონო აღმართვის ფაქტსაც გამოეხმაურა და აღნიშნული ქმედებები დაგმო.

„მიუხედავად ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატისა, რუსეთის მხრიდან ანექსიის გაგნგრძობადობის ფაქტები კვლავაც გრძელდება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება ადამიანის უფლებების ხელყოფა და ადგილობრივ მოსახლეობასთავისუფლად გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საშუალება არ ეძლევა. იმედს გამოვთქვავ, ეუთოს ფარგლებში მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად ორმხრივ, მრავალმხრივ და რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში უსაფრთხოების, სტაბილურობის, საერთო გამოწვევების და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმევა და შესაბამისი შედეგი მიიღწევა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

გამოსვლის დასასრულს დელეგაციის ხელმძრვანელმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში დიალოგის ფორმატის მნიშვნელობასა და არსებულ გამოწვევების დაძლევაში ასამბლეისა და პარლამენტარების როლზე ისაუბრა.

Comments
Loading...