- Advertisement -

“სოფლებში მოსწავლეთა 14.3%-ს სკოლაზე ხელი არ მიუწვდება”

647

"მოსწავლეთა 14.3%-ს სკოლაზე არ მიუწვდება ხელი. 77.3% შემთხვევაში სკოლა შორს მდებარეობს (10 კილომეტრზე მეტი მანძილი), ხოლო 17.4%-ის შემთხვევაში  – გზები ცუდ მდგომარეობაშია",- ამის შესახებ "სოფლის განვითარების სტრატეგია 2017-2020"-ში ვკითხულობთ, სადაც სოფლებში გასულ წლებში არსებულ მდგომარეობაზეა საუბარი. 

აღიშნული დოკუმენტი http://matsne.gov.ge – ზე 2016 წლის 30 დეკემბერს განთავდა, ხოლო სტრატეგიის პრეზენტაცია რამდენიმე დღის წინ გაიმართა. 

"სოფლად სკოლის ხელმისაწვდომობა მაღალია. სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეთა 85.7%-თვის სკოლები ხელმისაწვდომია. მოსწავლეთა 14.3%-ს სკოლაზე არ მიუწვდება ხელი, 77.3% შემთხვევაში სკოლა შორს მდებარეობს (10 კილომეტრზე მეტი მანძილი), ხოლო 17.4%-ის შემთხვევაში  – გზები ცუდ მდგომარეობაშია. სკოლის ხელმისაწვდომობისთვის ერთ-ერთი დაბრკოლება იყო დაშორებული სოფლებიდან სკოლამდე ტრანსპორტირების არარსებობა, თუმცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2013 წელს დაიწყო პროგრამა, რომლის მიზანია აღნიშნული პრობლემის მოგვარება",- ნათვქამია სტრატეგიაში.

Comments
Loading...