- Advertisement -

სოფო კილაძე: ადამიანის ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ამორალურია

393

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის შეფასებით, ადამიანის ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია. მან ამის შესახებ დაკავებისას ადამიანის გარდაცვალების საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, მათ შრის მათ, ვინც ოპოზიციაში არიან, უფრო ფრთხილად მოვეკიდოთ ადამიანის უფლებებს, რადგან ყველა ადამიანს აქვს თანაბარი უფლებები და ყველა ადამიანზე თანაბრად ვრცელდება უდანაშაულობის პრეზუმფცია. ადამიანის ტრაგედიების გამოყენება , საკუთარი ვიწრო პოლიტკური მიზნებისთვის, არაკანონიერებას რომ თავი დავანებოთ, პირველ რგიში არის ამორალური. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ადამიანის უფლებები გვაღელვებს, ყველა ადამიანის უფლებები უნდა გვაღელვებდეს“, – აღნიშნა სოფო კილაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. 

Comments
Loading...