- Advertisement -

სოფო კილაძე: დადგა დრო, როცა გიორგი ონიანმა პასუხი უნდა აგოს

357

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფო კილაძის განცხადებით, ადვოკატი გოგა ონიანის დაკავება სასამართლოს გადაწყვეტილებაა და აქ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ აქვს.

"როდესაც არის სასამართლოს გადაწყვეტილება, ყველა უნდა დავემორჩილოთ მას, მოგვწონს თუ არა.

ზოგადად ამ ადამიანთან მიმართებით, მე პირადად ძალიან დიდი ხანია მაქვს კითხვის ნიშნები. ის კადრები რომელიც ვიხილეთ, ეს ადამიანი რასაც აკეთებდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის დროს, ჩემთვის საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ მისი დაკავება მოხდა.

რადგან ვცხოვრობთ სამართლებრივ სახელმწიფოში, უნდა დავემორჩლოთ ყველა სასამართლოს გადაწყვეტილებას. მე მგონია, ამ ადამიანმა საკმაოდ დიდხანს იარა თავისუფლებაზე და დღეს დადგა უკვე ის მომენტი, როცა უნდა აგოს პასუხი. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება, და არანაირი პოლიტიკური სარჩული ამის უკან არ დგას", – აღნიშნა სოფო კილაძემ.

ცნობისთვის, გოგა ონიანი დღს სასამართლო დარბაზში დააკავეს.

გიორგი ონიანი სასამართლომ 4-ვე წარდგენილ ბრალში დამნაშავედ სცნო და მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

Comments
Loading...