- Advertisement -

სოფო კილაძე: მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა ამ ეტაპზე ნაადრევია

494

"მე როგორც იურისტი ვფიქრობ და ჩემი მოსაზრებაა, რომ ჯერ მაინც უნდა დაველოდოთ საგამოძიებო ორგანოებს. არ არის იმდენი დრო გასული, რომ ვისაუბროთ საგამოძიებო უწყებების არაეფექტიანობაზე,"-განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ აფგან მუხთარლის საქმეზე.

საპარლამენტო ოპოზიცია მუხთარლის გატაცების საკითხზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.

​"ზუსტად ვიცით, რომ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ,აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჯერ არ არის გასული ის გონივრული ვადა. მე ვიცი ის, რომ ძალიან ბევრი მოწმეა დაკითხული და სხვა საგამოძიებო მოქმედებებიცაა ჩატარებული და მე მგონი ამას არც არავინ უარყოფს. რაც შეხება ჩანაწერებს გუშინ ბატონმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა რომ შუალედურ შედეგებთან ერთად ეს ჩანაწერებიც იქნება გამოქვეყნებული. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი ქეისი, ეს არის ძალიან დიდი მნიშვნელობის საქმე, რომელიც ეხება ადამიანის უფლებებს. ასევე სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ შემთხვევასთან, ისე რომ არავის ინტერესი პირველ რიგში თავად დაზარალებულის ინტერესი არ დაირღვეს და არც სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა შეილახოს.ამ ეტაპზე ვფიქრობ საგამოძიებო კომისიის შექმნა ნაადრევი იქნება,"-განაცახდა კილაძემ.

Comments
Loading...